ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც მშენებლობა არაპერსპექტიულ საქმიანობად მიიჩნეოდა, ინჟინერთა გამოცდილმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლისათვის ხარისხიანი და ინოვაციური მომსახურება შეეთავაზებინა. 1993 წელს მათ დააფუძნეს კომპანია, რომელიც დღემდე ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და კვლავაც განაგრძობს ზრდა-განვითარებას. წლების განმავლობაში ჩვენი დაუღალავი შრომითა და უწყვეტი განვითარებით, შევძელით, სამშენებლო ბაზარზე შემოგვეტანა უახლესი ტექნოლოგიები და დანადგარები. „დიდოსტატი“ გახლავთ პირველი და კვლავაც უკონკურენტო კომპანია საქართველოში, რომელმაც დანერგა უახლესი ტექნოლოგია სამშენებლო სფეროში და მომხმარებელს შესთავაზა ხიმინჯების წნეხით ჩასობის მომსახურება. ამრიგად, „დიდოსტატის“ ძირითადი პროფილი ბურღვა-დატენვითი და, ახლა უკვე, წნეხით ჩასასობი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოებია. ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდით, რაც პირველობისათვის უმნიშვნელოვანესია.
ჩვენ მუდმივად ვესწრაფვით ბაზარზე ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვას.
„დიდოსტატი“ ხარისხის გარანტია.